logo_geo
eng_logo
ვარაზისხევის და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- +

27 ივლისი. 2022. 14:16

 

 

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს.

 

კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  წყალარინების  ქსელის ცენტრალურ კოლექტორზე დაერთების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც, 27 ივლისის 23:00 საათიდან 30 ივლისის 23:00 საათამდე, ვარაზისხევისა და  ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner