logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ყველამ, ვინც იცით საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის შესახებ და საჯაროდ ცრუობთ, მტრობთ ამ ქვეყანას
- +

27 ივლისი. 2022. 15:05

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ვაშაძემ სექტემბრიდან მასობრივი აქციები დააანონსა.

 

გოგა ხაინდრავა გიორგი ვაშაძეს კიკუ ვაშაძედ მოიხსენიებს და საზოგადოებას მოუწოდებს, მიჰყვნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის მოწოდებებს, თუმცა, აქვე აფრთხილებს, რომ გაუფრთხილდნენ ვირუსებს და ვენერიულ დაავადებებს.

 

„ყველამ, ვინც იცით საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის შესახებ და საჯაროდ ცრუობთ, მტრობთ ამ ქვეყანას. კიკუ ვაშაძემ ქუჩაში მომსახურების გარანტირებული უფლების გამოყენება დააანონსა! მიჰყევით კიკუს, გაუფრთხილდით ვირუსებს და ვენერიულ დაავადებებს!“ - წერს გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner