logo_geo
eng_logo
პრემიერმა ყაზახეთში მომავლის ენერგიის მუზეუმი „ნურ-ალემი“ დაათვალიერა
- +

27 ივლისი. 2022. 18:51

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ნურ-სულთანში მომავლის ენერგიის მუზეუმს „ნურ-ალემს“ ეწვია და დელეგაციასთან ერთად მუზეუმის ექსპოზიციები დაათვალიერა.

 

მომავლის ენერგიის მუზეუმი ყაზახეთის რესპუბლიკაში პირველი ტექნოლოგიური მუზეუმია. შენობა 8-სართულიანია და თითოეულ სართულზე სხვადასხვა კონცეფციაა წარმოდგენილი. მუზეუმში წარმოდგენილია: ნურ-სულთანში ენერგიის ალტერნატიული წყაროების დანერგვის პროექტები, კოსმოსის შეუსწავლელი სივრცის საიდუმლოებები, "კოსმოსური კვლევის გვირაბი". მუზეუმში წარმოდგენილი „მზის ბურთი“ მზეზე მიმდინარე პროცესებსა და ვარსკვლავების ენერგეტიკულ პოტენციალს აჩვენებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner