„FAO-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 2022 წლის ივნისში სასურსათო პროდუქტებზე ფასების დონე 23,1%-ით გაიზარდა, მაგალითად ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში ფასების რეკორდული ზრდა ფიქსირდება.
მაგ: თურქეთში ინფლაციის 78,6% დაფიქსირდა, სომხეთში 10,3%, აზერბაიჯანში 14,2%, რუსეთში 15,9%, უკრაინაში კი - 21,5%. აშშ-ში ივნისის თვეში 9,1% დაფიქსირდა, დიდ ბრიტანეთში - 9,4%, გერმანიაში - 7,6%. ხოლო ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელმა 8,6% შეადგინა და ეს ზრდის პროცესი გრძელდება“, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქზე წერს.
„ამ ყველაფრის ფონზე საქართველოში ფასების საერთო დონის კლება შეინიშნება, რაც საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესების კიდევ ერთი დასტურია. ივნისში ინფლაციის დონემ 11,5% შეადგინა და 1,3%-ით გაუმჯობესდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო, წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა.
საქართველოში პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება 14,9%.
სწორედ ამ მონაცემებით გახდა საქართველო ერთადერთი ქვეყანა რეგიონსა და ევროპის კონტინენტზე, რომელმაც ამ რთულ დროს ასეთ შედეგებზე გასვლა შეძლო. მშვიდობასა და სტაბილურობას ასეთი შედეგი მოაქვს!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.