„თურმე მთლად ადამიანების ფიზიკურად განადგურების სცენარზე მუშაობენ, სცენარზე რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, პირდაპირ საომარ მოქმედებში ჩაითრევენ საქართველოს!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუკსტატუსს, სადაც ოქრუაშვილი აღნიშნავს, „ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.
მისი თქმით, არ განხორციელდება ამ ქვეყნის ომში ჩათრევის გეგმა.
„ირაკლი კობახიძეს დილით ჰქონდა ბრიფინგი და საღამოს უკვე ქვეყნის ომში ჩათრევის გეგმის დეტალებიც გაცხადდა. ქსენოფობობა როგორ გვაკადრეთო, არც კი გვიფიქრიაო და თურმე მთლად ადამიანების ფიზიკურად განადგურების სცენარზე მუშაობენ, სცენარზე რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, პირდაპირ საომარ მოქმედებში ჩაითრევენ საქართველოს! არ განხორციელდება ამ ქვეყნის ომში ჩათრევის გეგმა, არა! სახელმწიფო ორგანოებმა და მოსახლეობამ უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, ყურადღება და არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს! ხელისუფლება უკვე 10 წელია უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას საქართველოში და ეს მომავალშიც ასე იქნება! რუსეთი ოკუპანტია! საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.