„ეს ტალღა რაც გორდება, არის ჩვეულებრივი ქსენოფობია“, - ასე ეხმიანება ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუკსტატუსს, სადაც ოქრუაშვილი აღნიშნავს, „ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.
როგორც სულთანიშვილი წერს, კამპანია ფაშიზმის ელემენტებით არის გაჯერებული.
„ეს ტალღა რაც გორდება, არის ჩვეულებრივი ქსენოფობია და ისტერია ფაშიზმის ელემენტებით გაჯერებული. რაც შეეხება ოქრუაშვილს, ტოპ ბინძურ ტიპებში მესამე, მეოთხე ადგილოსანია სადღაც. პირველზე იმიტომ ვერაა, რომ სიბინძურის ტვინი არ ყოფნის, თორემ კადრებით იცოცხლე“, - წერს გური სულთანიშვილი.