logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: რა 7 და რა 8, რატომ უპრავებთ ან ნაცებს, ან რუსებს, დაფიქრდით და ისე წერეთ, ნაცების თოჯინები ნუ გახდებით, საკუთარი გონება არ გაქვთ?!
- +

8 აგვისტო. 2022. 10:34

 

 

„რუსები 7-შიც იყვნენ, 6-შიც და 5-შიც. სულ ეგენი იყვნენ რეალურად, რაის სეპარატისტები. რვაში უბრალოდ აღარ დაფარეს და ბოლომდე ღიად წამოვიდნენ. ჩვენ შვიდს რომ მივაწვეთ, დაგვიდებენ მერე დოკუმენტებს და მაშინდელ ქართულ საინფორმაციოებს და უკაცრავად, მაგრამ წამოგვიცვამენ რუსები მაგ 7 რიცხვზე, მარტო რეზოლუცია ეყოფათ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი წერს.

 

მისი თქმით,  ჯობია სიმართლე ვთქვათ, რომ წინა დღეებში კი, იმათი ინტერვენცია იყო, რვაში უბრალოდ თავისი ბოროტი და ოკუპანტური სახე ბოლომდე აჩვენეს, ფართომასტაბიანი და სრული შეტევა განახორციელეს.

 

„რუსები 7-შიც იყვნენ, 6-შიც და 5-შიც. სულ ეგენი იყვნენ რეალურად, რაის სეპარატისტები. რვაში უბრალოდ აღარ დაფარეს და ბოლომდე ღიად წამოვიდნენ. ჩვენ შვიდს რომ მივაწვეთ, დაგვიდებენ მერე დოკუმენტებს და მაშინდელ ქართულ საინფორმაციოებს და უკაცრავად, მაგრამ წამოგვიცვამენ რუსები მაგ 7 რიცხვზე, მარტო რეზოლუცია ეყოფათ.

 

ამიტომ ჯობია, სიმართლე ვთქვათ, რომ წინა დღეებში კი, რა თქმა უნდა, იმათი ინტერვენცია იყო, რვაში უბრალოდ თავისი ბოროტი და ოკუპანტური სახე ბოლომდე აჩვენეს, ფართომასტაბიანი და სრული შეტევა განახორციელეს. ამ დღეს იყო დიდი მსხვერპლიც და გლოვის დღესაც ამ დღეს აღვნიშნავთ.

 

ნაცებიც სულ 8-ში აღნიშნავდნენ და ბოლო წლებში შეცვალეს, ახლა „ოცნებას“ ედავებიან აქეთ, რვა რა შუაშია, რუსული ნარატივიაო.

 

პირველად 7 რიცხვი გაჩნდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ეწერა, რომ 7-ში ქართველებმა დაბომბეს ცხინვალი და იქაური მშვიდობიანი მოსახლეობა გაუფრთხილებლადო, რუსების შეტევა საპასუხო იყოო.

 

მაგ ნარატივისკენ წასვლა არ არის რუსული და რითაც სტრასბურგი მოვიგეთ და ჰააგაც უნდა მოვიგოთ, ეგაა რუსული ნარატივი???

 

ცოტა დაფიქრდით, ხალხო, დიდი ჭკუა სჭირდება, ელემენტარულ რაღაცეებს რომ მივხვდეთ! რა 7 და რა 8, რატომ უპრავებთ ან ნაცებს, ან რუსებს, რეებს აკეთებთ, სულ გააფრინეთ?? დაფიქრდით და ისე წერეთ, ნაცების თოჯინები ნუ გახდებით, საკუთარი გონება არ გაქვთ?!“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

https://www.facebook.com/photo/?fbid=1789108708098742&set=a.131471150529181 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner