logo_geo
eng_logo
ლაგოდეხში, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ტურისტული სივრცე მოეწყო
- +

9 აგვისტო. 2022. 09:57

 

 

კომპანიამ ,,სამი ტბა’’ გლემფინგ კარვებითა და ხის კოტეჯებით სივრცის  მოსაწყობად, 210 000 ლარზე მეტი თანხით ინვესტირება მოახდინა, მათ შორის  სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 168 000 ლარია. 

 

ტურისტული სივრცე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU) სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში მენეჯერმა ნოდარ კერესელიძემ, ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა  და  სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო - საინვესტიციო სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა  დავით დეკანოიძემ დაათვალიერეს.

 

სოფლის განვითარების პროგრამით დაფინანსებულია 76 პროექტი, 10,9 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულებით, მათ შორის თანადაფინანსება 7.6 მილიონ ლარს აღემატება.

 

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

 

„სოფლის განვითარების პროგრამას“  სოფლის განვითარების სააგენტო (RDA), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner