logo_geo
eng_logo
სენატორი მარკო რუბიო: ახლა იტყვიან - „ტრამპის მხარდამჭერები ძალიან გაღიზიანებულნი არიან, ისინი საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდნენ, დავიწყოთ მათი დაპატიმრება“
- +

11 აგვისტო. 2022. 00:55

 

 

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მარკო რუბიომ (ფლორიდის შტატი) განაცხადა, რომ მათ, ვინც სამხრეთ ფლორიდაში საცხოვრებლად ლათინური ამერიკის ავტორიტარული ქვეყნებიდან გადმოვიდა, კარგად იციან, რას ნიშნავს, როდესაც სამთავრობო ოფიციალური პირები პოლიტიკური ოპოზიციის კრიმინალიზებას ცდილობენ.

 

„ეს შოკისმომგვრელია ამერიკელებისთვის, მაგრამ ლათინურ ამერიკაში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, აი, რა ხდება - ძალაუფლებას იღებს ჯგუფი. ერთ-ერთი პირველი რამ, რასაც ჯგუფი აკეთებს, არის ის, რომ ისინი იწყებენ დევნას, თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან. შემდეგ კი, როდესაც მათი პოლიტიკური ოპონენტების მხარდამჭერები იწყებენ ამაზე ჩივილს, ისინი მათ დევნას იწყებენ და ოპოზიციის კრიმინალიზებას ახდენენ“, - აღნიშნა სენატორმა.

 

„ეს არის ის, რაც ახლა აქ [აშშ-ში] ხდება. მათ აიღეს ძალაუფლება. ისინი ითხოვენ და ამას ხედავთ Twitter-ზე, ხედავთ მათ საჯარო განცხადებებს, ისინი ითხოვენ, მათ სურთ დონალდ ტრამპის დაპატიმრება. მათ სურთ, რომ მას ახლავე წაუყენონ ბრალი. [...] ისინი ახლა იტყვიან: „ოჰ, ეს ტრამპის მხარდამჭერები, ეს რესპუბლიკელები, ისინი ძალიან გაღიზიანებულნი არიან, ძალიან მრისხანე რაღაცებს ამბობენ. ვფიქრობთ, რომ ისინი საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდნენ. ვფიქრობთ, რომ ისინი რადიკალური ექსტრემისტები არიან. დავიწყოთ მათი დაპატიმრება“. შემდეგი ნაბიჯი ამ პროცესში იქნება ის, რომ ადამიანებს, რომლებიც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ან უბრალოდ კონსერვატორები არიან, რომლებიც შექმნილ ვითარებაზე ჩივიან, პოტენციურ მეამბოხეებად მიიჩნევენ და სამართალდამცველების მხრიდან მათი შევიწროება დაიწყება“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

 

9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

 

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

 

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

 

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა და მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner