logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა, ქედს ვიხრი მათ წინაშე
- +

11 აგვისტო. 2022. 12:43

 

 

„შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შინდისის ბრძოლის 14 წლისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

 

„შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა. მათი სამშობლოსადმი სიყვარული და თავგანწირვა არის ძალა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების. ქედს ვიხრი მათ წინაშე. დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს“, – წერს პაპუაშვილი.

 

დღეს შინდისის ბრძოლიდან 14 წელი შესრულდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბრისთვის იგეგმება, ხოლო მუზეუმის მშენებლობა უახლოეს ხანში დაიწყება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner