logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი „Demirören ჰოლდინგის“ თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა
- +

11 აგვისტო. 2022. 18:06

 

 

საქართველოს მთავრობის მეთაური „Demirören ჰოლდინგის“ თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა.

 

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, უძრავი ქონების სექტორში, ენერგეტიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.  ითქვა, რომ კომპანიის მხრიდან წყალტუბოში ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს - „ძველი ივერია“ მშენებლობისთვის მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება.

 

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყანაში არსებული პოტენციალი.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოა, დაბალი გადასახადები და ქვეყნის უნიკალური ადგილმდებარეობა კი საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას „Demirören ჰოლდინგის“ ვიცე-პრეზიდენტი ზია ალემდარი, ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები - სინან ოქტაი და ალაათინ აიკაჩი, აგრეთვე, „Lidia ჯგუფის“ თავმჯდომარე კივანჩ ოქტაი და „პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ივანე ნაკაიძე ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner