logo_geo
eng_logo
გლდანულაში, N7-7ა საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი მოეწყო
- +

12 აგვისტო. 2022. 12:02

 

 

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გლდანულაში, N7-7ა საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე  1 800 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

 

ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. პროექტისთვის 317 543 ლარი დაიხარჯა.

 

გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი სკვერის დასრულებულ სამუშაოებს  გაეცნო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner