logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ომი და რევოლუცია საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად რომ გინდა და ძალაუფლებისთვის ყველაფერზე მიდიხარ, ამაზე დიდი „უსამშობლო ნაძირლობა“ რა უნდა იყოს?!
- +

12 აგვისტო. 2022. 14:16

 

 

„სამშობლო რომ აკერმანის „ტრენინგებზე“ ნასწავლი ინსტიტუციების ერთობლიობა გგონია, რა ეწოდება ასეთ ადამიანს?! ძალაუფლების წყურვილის დასაკმაყოფილებლად ყველაფერზე მიდიხარ შენი ქვეყნის დაქცევის ხარჯზე, ამაზე დიდი „უსამშობლო ნაძირლობა“ რა უნდა იყოს?!“ - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უსამშობლოები უწოდა.

 

„სამშობლო რომ აკერმანის „ტრენინგებზე“ ნასწავლი ინსტიტუციების ერთობლიობა გგონია, რა ეწოდება ასეთ ადამიანს?!... ხელისუფლებაში ყოფნის დროს სფერო, სივრცე და ისტორიული კუთვნილება არ დატოვეთ რუსეთზე რომ არ გადაგეფორმებინათ... ახლა ოპოზიციაში ხართ და 10 წელია აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას... „გაღმა შეედავეს“ პრინციპით, რასაც თვითონ და თავის პარტია წარმოადგენს სხვას ედავება... ომი, რევოლუცია, საბოტაჟი, არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება რომ საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად გინდა და ძალაუფლების წყურვილის დასაკმაყოფილებლად ყველაფერზე მიდიხარ შენი ქვეყნის დაქცევის ხარჯზე, ამაზე დიდი „უსამშობლო ნაძირლობა“ რა უნდა იყოს?! თუმცა შენი და შენი პარტიისთვის, სამშობლო და პატრიოტიზმი ისეთივე ახლობელი მცნებაა, როგორც „ღორი და მარგალიტები“, - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner