logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: იური ლუცენკო ადეიშვილს არ ჰგავს? ჩვენი ყოფილი გენპროკურორიც ხომ ბოლო გამოვიდა ომის დროს - მართლა უსამშობლო ხალხია „ნაცები“
- +

13 აგვისტო. 2022. 11:20

 

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს ფოტოს აზიარებს, სადაც ჩანს როგორ არის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი და იბრძვის ქვეყნის დასაცავად.

ანალიტიკოსი პარალელს ავლებს ზურაბ ადეიშვილთან და აღნიშნავს -“მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის მთავრობასთან უკიდურესად დაპირისპირებული იყო, საჭირო დროს ხელში იარაღი აიღო და საკუთარი ქვეყნისათვის ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის...

“ეს იური ლუცენკოა, უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის მთავრობასთან უკიდურესად დაპირისპირებული იყო, საჭირო დროს ხელში იარაღი აიღო და საკუთარი ქვეყნისათვის ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის... ადეიშვილს არ ჰგავს? ჩვენი ყოფილი გენპროკურორიც ხომ ბოლო გამოვიდა აგვისტოს ომის დროს ცხელი წერტილიდან...მართლა უსამშობლო ხალხია ეს ნაცები, უღმერთო და უთვისტომო...”- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner