logo_geo
eng_logo
„კურიერის“ ინფორმაციით, საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი, სავარაუდოდ სოფიო ხორგუანი იქნება
- +

13 აგვისტო. 2022. 22:59

 

 

საქართველოს მომავალი სახალხო დამცველის პოსტზე სავარაუდოდ, სოფიო ხორგუანი განიხილება. ამის შესახები ინფორმაცია „კურიერმა“ მოიპოვა.

 

როგორც მედიასაშუალება იუწყება, ომბუდსმენის პოსტზე ხორგუანის კანდიდატურას მმართველ გუნდს, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ სთავაზობს, რომელსაც პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავს და თუ უმრავლესობიდან მას მხარდაჭერა ექნება, სოფიო ხორგუანის კანდიდატურა ამ პოსტზე დამტკიცდება.

 

საერთო ჯამში, ახალი სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. მმართველ გუნდს პარლამენტში 84 დეპუტატის ჰყავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner