logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალმა სანქციებმა რუსეთის ბირთვული ინდუსტრია დაბლოკოს
- +

14 აგვისტო. 2022. 10:22

 

რუსული შანტაჟი ტერორთან დაპირისპირების კიდევ უფრო მეტ გლობალურ ძალისხმევას იწვევს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიასა და ჩვენი ქვეყნის მეზობელ რეგიონებში რუსული კონტინგენტის ყოფნის ყოველი დღე ევროპისთვის რადიაციულ საფრთხეს იმდენად აძლიერებს, რომ ცივი ომის დროს არსებული დაპირისპირების პიკის მომენტებშიც კი, ეს არ მომხდარა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე პასუხის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„უკრაინელი დიპლომატები და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალმა სანქციებმა რუსეთის ბირთვული ინდუსტრია დაბლოკოს. ტერორისტული სახელმწიფოს აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირი, ისევე როგორც ისინი, ვინც მათ ატომური ელექტროსადგურით შანტაჟის ოპერაციაში ეხმარება, საერთაშორისო სასამართლომ უნდა გაასამართლოს. ეს აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner