logo_geo
eng_logo
აჭარაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- +

14 აგვისტო. 2022. 12:04

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, აჭარაში, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ი. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 13 აგვისტოს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ რ.ლ.-ს და ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ი. ცხელ კვალზე - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner