logo_geo
eng_logo
უკრაინა რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს
- +

15 აგვისტო. 2022. 18:48

 

 

უკრაინის უმაღლესი რადა რუსეთში ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება.

 

რადას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მიმდინარე მოვლენები არის ბირთვული ტერორიზმის აქტი, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ნაწილები ახორციელებენ.

 

დადგენილებას რადას 301 წევრმა მისცა ხმა.

 

უმაღლესი რადა  მოუწოდებს გაეროს, ევროკავშირს, ეუთოს და ატომური ენერგიის სააგენტოს, რომ რუსეთში ატომური სფეროს, კერძოდ სახელმწიფო კორპორაციის, „როსატომის“ წინააღმდეგ, ასევე მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესონ.

 

რადას განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ზაპოროჟიეს სადგურში უსაფრთხოების მისიის გაგზავნა და შემდეგ უნდა მოხდეს სადგურის დემილიტარიზაცია და იქიდან ყველა რუსული სამხედრო შენაერთი უნდა უყოს გაყვანილი. ასევე მოხდეს ქალაქ ენერგოდარის დემილიტარიზაცია, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.

 

ცნობისთვის, რუსულმა ქვედანაყოფებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტს დაიკავეს. სადგურში შეჭრის დროს იქ მძიმე შეიარაღება იყო გამოყენებული, რა დროსაც სადგურის რამდენიმე სისტემა დაზიანდა.

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა ქვედანაყოფებმა ატომური სადგური დანაღმეს, ხოლო სადგურის პერსონალს ისინი აწამებენ და მათზე მუდმივ ზეწოლას ახორციელებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner