logo_geo
eng_logo
რუსული მხარე: ბრიტანულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა რუსეთის საჰაერო საზღვარი დაარღვია
- +

15 აგვისტო. 2022. 23:12

 

 

მოსკოვი ბრიტანეთს რუსეთის საჰაერო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბარენცის ზღვაზე მორიგე საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი უცნობი საჰაერო სამიზნე აღმოაჩინეს.

 

„ბრიტანეთის საჰაერო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავმა რუსეთის საჰაერო საზღვარი დაარღვია. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შესაჩერებლად, საჰაერო თავდაცვის ძალებიდან მორიგეობით იქნა აყვანილი MiG-31 გამანადგურებელი, რომელმაც ბრიტანული თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო სივრციდან გააძევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ბრიტანულ მხარეს რუსეთის ბრალდებებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner