logo_geo
eng_logo
ქაბულის მეჩეთში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი
- +

17 აგვისტო. 2022. 22:45

 

 

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია.

 

როგორც წყაროები აცხადებენ, აფეთქება მეჩეთის შიგნით მოხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner