logo_geo
eng_logo
გონიოში დაკარგული იაგო შარაძის მამა მომხდარში ინსტრუქტორს ადანაშაულებს
- +

22 აგვისტო. 2016. 12:46



16 აგვისტოს გონიოში წყალქვეშა წვრთნების დროს დაკარგული იაგო შარაძის მამა მომხდარში ინსტრუქტორს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ინსტრუქტორი ნაპირზე ელოდებოდა ბიჭებს, როდესაც მათ ჟანგბადის მარაგი ამოეწურათ.

„მე არ მიხარია ტელევიზიის წინ გამოჩენა, მინდა, იმ ადამიანმა დაინახოს, ვინც ასეთი დიდი დანაშაული ჩაიდინა, რა დღეში ჩამაგდო, რა დღეში ჩააგდო ჩემი ოჯახი, გაიყვანა როგორც თევზის ლიფსიტები, ჩაყარა, გამოვიდა და ნაპირიდან უყურებდა და ელოდებოდა, ქვემოდან ბიჭები ქვას ამოიტანდნენ თუ ქვის კენჭს, რომ ნამდვილად ჩავიდნენ სიღრმეში",- განაცხადა შარაძემ.


მომხდართან დაკაშირებით სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე ერთი კვირაა უშედეგოდ გრძელდება. სამუშაოებში ჩართულია თურქული ხომალდი „Minehunter".


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner