logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მინდა, გავიხსენოთ ყველა გმირი, ვინც 2008 წლის ომის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა!
- +

18 აგვისტო. 2022. 16:57

 

პრეზიდენტმა ფოთის საზღვაო ნავსადგურში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ნავსადგურელების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ პატივი მიაგო, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფოთის ნავსადგურში ეს მემორიალი არის ადგილი, სადაც უნდა გავიხსენოთ 2008 წლის ომის ეს ძალიან მძიმე ეპიზოდი.

დღეს ასევე, გიორგი ანწუხელიძის, საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა და მინდა, ერთად გავიხსენოთ ეს გმირები და ყველა ის, ვინც 2008 წლის ომის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა. ეს ის თარიღებია, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner