logo_geo
eng_logo
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობი იწვის
- +

19 აგვისტო. 2022. 00:57

 

 

 

ბელგოროდის ოლქში სოფელ ტიმონოვოს მახლობლად საბრძოლო მასალის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. რუსული მედიის ცნობით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

„ვალუისკის ურბანული რაიონის სოფელ ტიმონოვოსთან ხანძარი გაუჩნდა საბრძოლო მასალის საწყობს. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. რაიონის გამგეს სოფლების ტიმონოვოსა და სოლოტის მცხოვრებლები გადაჰყავს უსაფრთხო დისტანციაზე. ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ, ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება“, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

 

სოფელ სოლოტში 650-მდე ადამიანი ცხოვრობს, ტიმონოვოში - 530-მდე ადამიანი. უკრაინის საზღვართან მანძილი დაახლოებით 5,4 კმ-ია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner