logo_geo
eng_logo
აშშ-ის დაზვერვა: რუსებს საბრძოლო მასალა ეწურებათ, ომი სხვა ეტაპზე გადავიდა
- +

19 აგვისტო. 2022. 23:46

 

 

რუსებს საბრძოლო მასალა ეწურებათ, რის გამოც დამპყრობლების შემტევი პოტენციალი მცირდება, - ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელმა პენტაგონის დახურულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩვენ გვაქვს მრავალი მტკიცებულება იმისა, რომ ოკუპანტების  საბრძოლო მასალა იწურება“, - აღნიშნავს  აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელი.

 

მისი თქმით, საბრძოლო მასალის რაოდენობის შემცირებით, დაიწყება შეტევითი ოპერაციების შემცირება. აშშ-ის დაზვერვის თანახმად, რუსეთმა ახლა გააერთიანა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები და გადის „საშინელ პერიოდებს“, ცდილობს აღადგინოს თავისი ძალები.

 

ამასთან, უკრაინის ომი ახლა უკვე „სხვა ეტაპზეა“ გადასული, მაგრამ ის „პიკზე“ არ არის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner