logo_geo
eng_logo
შვედეთში სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
- +

19 აგვისტო. 2022. 23:49

 

 

შვედეთის ქალაქ მალმეს სავაჭრო ცენტრში Emporia-ში სროლა იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ქალი და მამაკაცი არიან.

 

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი კი 15 წლის მოზარდია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები

 

თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner