logo_geo
eng_logo
ტორესა მოსი: მე მინდა, რომ დავამხოთ, პანჩურებით და კეფაში რტყმით უნდა გამოვყაროთ შენობებიდან
- +

21 აგვისტო. 2022. 12:29

 

 

„მე მინდა, რომ დავამხოთ, პანჩურებით და კეფაში რტყმით უნდა გამოვყაროთ შენობებიდან“, - ამ შინაარსის კომენტარს წერს სამოქალაქო აქტივისტი ტორესა მოსი კინორეჟისორ ქეთი დევდარიანის ფეისბუქ-პოსტზე, სადაც დევდარიანი წერს, რომ „ქართული ოცნება“ ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურად უნდა დაისაჯოს 2022 წლის 24 თებერვლიდან ყოველდღიური კოლაბორაციონიზმის, ქვეყნის შერცხვენის, თავისმოჭრის და ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან (უკრაინიდან ამერიკამდე) ურთიერთობის მიზანმიმართულად გაფუჭების გამო.

 

„მე მინდა რომ დავამხოთ: 1. ვერაფრით ვერ მოვითმენ ამათ 2024 წლამდე; 2. არ იმსახურებენ არჩევნებით წასვლას, პანჩურებით და კეფაში რტყმით უნდა გამოვყაროთ შენობებიდან; 3. კი გავგიჟდი და გადავირიე უკვე“, - წერს ტორესა მოსი ფეისბუქზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner