logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ის, რაც შვეიცარიის ბანკმა საკუთარ თავს დამართა, ალბათ კლასიკად შევა შესაბამის სახელმძღვანელოებში, თუ როგორ არ უნდა ექცეოდეს პირველ რიგში ბანკი კლიენტს და მერე საკუთარ პრესტიჟს!
- +

22 აგვისტო. 2022. 14:15

 

 

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში შვეიცარიული ბანკის, „CREDIT SUISSE“-ის მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმიანება.

 

მისი თქმით, ერთმა რამ იცის ასეთ სიტუაციაში თავის ჩაგდება! ზოგიერთების პოლიტიკური ინტერესების გატარებამ, რამაც საბოლოო კრახამდე მიიყვანა, ერთ დროს სახელოვანი „კრედიტ სუისი“!

 

„ნათქვამია: „სამართალი ურმით მიდის, მაგრამ ბოლოში მაინც გავაო“! ის, რაც ამ შვეიცარიის ბანკმა საკუთარ თავს დამართა, ეს უკვე ალბათ კლასიკად შევა შესაბამის სახელმძღვანელოებში - თუ როგორ არ უნდა ექცეოდეს პირველ რიგში ბანკი კლიენტს და მერე საკუთარ პრესტიჟს! ისმის კითხვა: რატომ? რისთვის? რის გამო? უეჭველია ერთმა რამ იცის ასეთ სიტუაციაში თავის ჩაგდება! სახელდობრ? აი ზოგიერთების პოლიტიკური ინტერესების გატარებამ! რამაც საბოლოო კრახამდე მიიყვანა ერთ დროს სახელოვანი „კრედიტ სუისი“! - წერს გვენეტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner