ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში შვეიცარიული ბანკის, „CREDIT SUISSE“-ის მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმიანება.
მისი თქმით, ერთმა რამ იცის ასეთ სიტუაციაში თავის ჩაგდება! ზოგიერთების პოლიტიკური ინტერესების გატარებამ, რამაც საბოლოო კრახამდე მიიყვანა, ერთ დროს სახელოვანი „კრედიტ სუისი“!
„ნათქვამია: „სამართალი ურმით მიდის, მაგრამ ბოლოში მაინც გავაო“! ის, რაც ამ შვეიცარიის ბანკმა საკუთარ თავს დამართა, ეს უკვე ალბათ კლასიკად შევა შესაბამის სახელმძღვანელოებში - თუ როგორ არ უნდა ექცეოდეს პირველ რიგში ბანკი კლიენტს და მერე საკუთარ პრესტიჟს! ისმის კითხვა: რატომ? რისთვის? რის გამო? უეჭველია ერთმა რამ იცის ასეთ სიტუაციაში თავის ჩაგდება! სახელდობრ? აი ზოგიერთების პოლიტიკური ინტერესების გატარებამ! რამაც საბოლოო კრახამდე მიიყვანა ერთ დროს სახელოვანი „კრედიტ სუისი“! - წერს გვენეტაძე.