logo_geo
eng_logo
მანანა თოქმაჯიშვილი: მეგობრებო, გიზიარებთ კარგ ამბავს
- +

23 აგვისტო. 2022. 23:06

 

 

მანანა თოქმაჯიშვილი (თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი):

გმირთა მოედნიდან სადგურის მოედნამდე არსებულ მონაკვეთზე საავტობუსე ზოლი მოეწყო. 
ეს არის დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საგზაო მონაკვეთი- 50 მარშრუტზე მოძრაობს 386 სატრანსპორტო ერთეული და დღის განმავლობაში სრულდება დაახლოებით 3 051  მგზავრობა.
ასე რომ, დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები აღნიშნული მონაკვეთის გავლას  შეუფერხებლად და კომფორტულად შეძლებენ.
პროექტის ფარგლებში, თამარ მეფის გამზირზე დაიხაზა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, სრულად განახლდა საგზაო ნიშნები, შუქნიშნით რეგულირებადი „ზებრა“ გადასასვლელები და გზის გამყოფი კუნძულები.  ასევე მოეწყო სარწყავი სისტემა და მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. ტერიტორია სრულად ადაპტირდა შშმ პირებისთვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner