logo_geo
eng_logo
ბრიუსელში კაფეში ავტომობილი შევარდა - დაშავდა 6 ადამიანი
- +

27 აგვისტო. 2022. 01:06

 

 

„ბრიუსელში ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე კაფეში ავტომობილი შევარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, შემთხვევის  შედეგად 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

 

თვითმხილველების განცხადებით, მძღოლი „ალაჰ აქბარს“ {ალაჰი უდიდესია} ყვიროდა, თუმცა, პოლიციაში ამას არ ადასტურებენ.  მძღოლი სწრაფად მოძრაობდა, ის ჯერ ერთ ქუჩაზე არსებული ტერასის კედელს შეეჯახა, შემდეგ კი მეორე ქუჩის კაფეში შევარდა.

 

ამავე ცნობით, მძღოლს პოლიცია აქტიურად ეძებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner