logo_geo
eng_logo
უკრაინულმა ძალებმა მელიტოპოლში რუსების ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა გაანადგურეს
- +

28 აგვისტო. 2022. 12:10

 

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლში „ავტოკოლორლიტის“ ქარხნის ტერიტორიაზე მტრის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა გაანადგურეს. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, მელიტოპოლის რაიონის სოფელ მირნის ერთ-ერთი შენობა, რომელშიც ფსევდორეფერენდუმისთვის მზადება მიმდინარეობდა, განადგურებულია.

 

ფედოროვის თქმით, რუსებს უკვე 3 კვირაა ყოველდღე „რაღაც ემართებათ“.

 

„მელიტოპოლში განადგურდა მტრის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა „ავტოკოლორლიტის“ ქარხნის ტერიტორიაზე“, - აცხადებს ფედოროვი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner