logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: გიგა ბოკერია CIA-ის აგენტობას ნატრულობს
- +

29 აგვისტო. 2022. 12:56

 

 

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას ნათქვამს ეხმიანება, რომლის თანახმად ბოკერიამ აღნიშნა, რომ რუსეთის აგენტობას ამერიკის აგენტობა სჯობს.

 

მისი თქმით, როდესაც კანონმდებლობა გამართულია და აღსრულებაც არ აყოვნებს, იქ მავნებლები და პოლიტიკური დივერსანტები ვეღარ ხარობენ.

 

„ევროპის საუკეთესო პრაქტიკისა და დასავლეთის შესაბამის სპეციალისტთა მონაწილეობით, ორი კანონია მისაღები - სამშობლოს ღალატისა და დეზინფორმაციის შესახებ. როდესაც კანონმდებლობა გამართულია და აღსრულებაც არ აყოვნებს, იქ მავნებლები და პოლიტიკური დივერსანტები ვეღარ ხარობენ. ვიმეორებ - ევროპელი იურისტების მონაწილეობით. რაც შეეხება პოლიტიკურ ჯამბაზებს - მაგალითად, გიგა ბოკერიას, რომელიც CIA-ის აგენტობას ნატრულობს და იაგო ხვიჩიას, რომლისთვისაც აშშ-ის ელჩი „პატრიარქია", ამნაირების განაჩენი ამომრჩეველიცაა“, - წერს აბაშიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner