logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სად „პოეტი“ რატი ამაღლობელი და სად საპენსიო ფონდი? სოც.ქსელებმა ნათლად დაგვანახა ცალკეული „ცნობილების“ უვიცობისა და დეგრადაციის უმწვავესი ფორმები
- +

29 აგვისტო. 2022. 14:01

 

 

„სად „პოეტი“ რატი ამაღლობელი და სად საპენსიო ფონდი? სოცქსელებმა, სადაც ყველას აქვს გამოხატვის ულიმიტო თავისუფლება, ნათლად დაგვანახა ცალკეული „ცნობილების“ უვიცობისა და დეგრადაციის უმწვავესი ფორმები“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გია აბაშიძე პოეტ რატი ამაღლობელის ფეისბუქ-სტატუსს, რომელმაც საპენსიო ფონდთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოში კვლავ იფეთქა გერონტოფულიის მძლავრმა კერამ, საქართველოს საპენსიო ფონდის სახით.

 

„სად „პოეტი“ რატი ამაღლობელი და სად საპენსიო ფონდი? სოცქსელებმა, სადაც ყველას აქვს გამოხატვის ულიმიტო თავისუფლება, ნათლად დაგვანახა ცალკეული „ცნობილების“ უვიცობისა და დეგრადაციის უმწვავესი ფორმები. დასანანია ის, რომ ხელისუფლების არსებით მრავალწახნაგიან კრიტიკოსთა ფენა საქართველოში არ არსებობს. ნაცოპოზიციას პირდაპირ თუ ირიბად მიტმასნილი ე.წ. სელებრითები თავიანთ სფეროებშიც ავლენენ უკიდურეს არაკომპეტენტურობას. და მაინც ჯიუტად ცდილობენ სხვა თემებზეც თავიანთი სიბეცის გამომზეურებას“, - წერს აბაშიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner