logo_geo
eng_logo
ლიეტუვამ ბელარუსის საზღვართან ღობის მშენებლობა დაასრულა
- +

30 აგვისტო. 2022. 00:58

 

 

ლიეტუვამ ბელარუსის საზღვართან ღობის მშენებლობა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას Baltic News Service ავრცელებს. დაახლოებით 550 კილომეტრზე გადაჭიმულ საზღვარზე ღობესთან ერთად მავთულხლართიც გაკეთდა.

 

„შაბათ -კვირას ხელოსნებმა დაამონტაჟეს ღობის ბოლო დაგეგმილი სეგმენტები ბელარუსის საზღვართან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ბელარუსისა და ლიეტუვის საზღვრის მთელი სიგრძე 679 კილომეტრს შეადგენს. აქედან საზღვრის 100- კილომეტრიანი მონაკვეთი მდინარეებისა და ტბების სანაპიროებს მიუყვება, დანარჩენი ნაწილი კი ახლა ღობით არის გამაგრებული.

 

ცნობისთვის, გასულ წელს ბელარუსიდან არალეგალური მიგრანტების მასშტაბური შედინების შემდეგ, ლიეტუვამ საზღვარზე ღობის აშენება გადაწყვიტა. ლიეტუვამ კრიზისის ორგანიზებაში ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი დაადანაშაულა და მას ჰიბრიდული თავდასხმა უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner