logo_geo
eng_logo
მიხაილო პოდოლიაკი მოუწოდებს უკრაინელ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, ხერსონში სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულირებისა და სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ
- +

30 აგვისტო. 2022. 01:45

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მოუწოდებს უკრაინელ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს, ხერსონის ოლქში სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულირებისა და სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებამდე.

 

„მესმის ჩვენი სურვილები და ოცნებები. თუმცა მაინც გთავაზობთ, გამოხვიდეთ ჩვენს ნებისმიერ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ფრთხილი კომენტარიდან. ამიტომ, კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველა პოლიტიკოსს, ექსპერტს და საზოგადოებრივი აზრის ლიდერს (მესმის, რომ ყველა მათგანმა უშუალო შემსრულებლებზე გაცილებით უკეთ იცის) უკრაინის შეიარაღებული ძალების ან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ოფიციალურ განცხადებებამდე სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციით მანიპულირებისა და სპეკულირებისგან თავის შეკავების მნიშვნელობა, ასევე, ვთხოვ ჟურნალისტებს, დღეს და მომდევნო დღეებში განსაკუთრებით გულდასმით გადაამოწმონ ინფორმაციის წყაროები და თემასთან დაკავშირებით კონკრეტული სპიკერების ექსპერტიზა“, - აღნიშნავს პოდოლიაკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner