logo_geo
eng_logo
ზაზა გულიაშვილი: რადიკალური ქცევებით ცნობილმა ლევან ხაბეიშვილმა, დღეს ქარელში ცრუ ინფორმაციაზე აგებული პოლიტიკური შოუს დადგმა სცადა, რაც არ გამოუვიდა
- +

1 სექტემბერი. 2022. 19:56

 

 

„რადიკალური ქცევებით ცნობილმა ლევან ხაბეიშვილმა, დღეს ქარელში ცრუ ინფორმაციაზე აგებული პოლიტიკური შოუს დადგმა სცადა, რაც არ გამოუვიდა“, - ამის შესახებ ქარელის მერი, ზაზა გულიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ბატონმა ხაბეიშვილმა, რომელიც ცნობილია თავისი რადიკალური ქცევებით და საზოგადოების ცრუ ინფორმაციების მიწოდებით, პირველ ეტაპზე მოითხოვა აუზის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა, ხოლო შემდეგ ითხოვდა, აუზი, რომლის მშენებლობაც დასრულდა ივნისის თვეში, რატომ არის დაკეტილი, მითხარითო?! ჩემმა მოადგილემ მას (ოპოზიციის წარმომადგენელს) შესთავაზა, რომ მიემართა მერიისთვის ოფიციალური წერილით, რაზეც პასუხს კანონით განსაზღვრულ ვადებში მიიღებდა, თუმცა მათ ამაზე უარი თქვეს, რადგან მათი ქარელში ჩამოსვლის მიზეზი სულ სხვა რამეს წარმოადგენდა, ხმაურით და რადიკალური ქცევებით გადაეფარათ ის სიკეთე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აკეთებს!

 

რაც შეეხება აუზის გახსნის თარიღს, 2022 წლის 5 სექტემბერს , 12 საათზე, ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე იხსნება ახალი საცურაო აუზი, რომლის მშენებლობაც დასრულდა ივნისის თვეში, შემდეგი ეტაპი კი სრული სტაფის მობილიზება (ექთანი, ნაკადის მარეგულირებელი და სხვა), აგრეთვე ისეთი ინვენტარის შეძენა, როგორიცაა მაგიდები, ტრენაჟორები, კომპიუტერები და ასე შემდეგ. შემდეგი თვენახევრის განმავლობაში ზემოაღნიშნული რესურსი სრულად იქნა მოძიებული. საცურაო აუზი მოიცავს დიდ და პატარა აუზებს, სატრენაჟორო სივრცეს და გათვლილია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე.

 

ჩვენ ჩვენს დაპირებას ვასრულებთ და ხუთ სექტემბერს გელოდებით ყველას ქარელის საცურაო აუზის გახსნაზე. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ქარელის მუნიციპალიტეტის მერია მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია“, - წერს მერი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner