logo_geo
eng_logo
უკრაინის გენშტაბი : დღის განმავლობაში რუსეთმა 14 სარაკეტო და 15-ზე მეტი საჰაერო დარტყმა მიაყენა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს
- +

4 სექტემბერი. 2022. 22:13

 

 

დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა 14 სარაკეტო და 15-ზე მეტი საჰაერო დარტყმა მიაყენეს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსამსახური წერს.

„მიმდინარე დღის განმავლობაში მტერმა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე 14 სარაკეტო და 15-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა. კერძოდ, დაზარალდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ხარკოვის, ნიკოლაევის, ვოზნესენსკის, ოჩაკოვის, სუხოი სტავოკის დასახლებებში“, - განაცხადა პრესსამსახურმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner