logo_geo
eng_logo
უკრაინის გენშტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს დამპყრობლების მცდელობა, წინ წასულიყვნენ 9 დასახლებულ პუნქტთან და კრამატორსკის მიმართულებით მტერი პოზიციებიდან განდევნეს
- +

6 სექტემბერი. 2022. 01:30

 

 

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს დამპყრობლების მცდელობა წინ წასულიყვნენ 9 დასახლებულ პუნქტთან და კრამატორსკის მიმართულებით მტერი პოზიციებიდან განდევნეს“, - ამის შესახებ საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიმოხილვაში.

 

როგორც აღინიშნა, თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას, აკონტროლებენ გარკვეულ ხაზებს და ხელს უშლიან დამპყრობლების წინსვლას უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში.

 

„ჩვენმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმის მცდელობები ბელოგოროვკას, გრიგოროვკას, პოკროვსკოეს, ბახმუტსკოეს, ლოზოვოეს, სპარტაკის, სოლედარის, ზაიცევოსა და სემიგორიეს დასახლებებში, ხოლო კრამატორსკის მიმართულებით მათ მიაღწიეს ტაქტიკურ წარმატებას და განდევნეს ოკუპანტი მათ მიერ აქამდე დაკავებული პოზიციებიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner