logo_geo
eng_logo
სამხრეთ კორეას ტაიფუნი „ჰინამნორი“ უახლოვდება
- +

6 სექტემბერი. 2022. 01:42

 

 

სამხრეთ კორეას ტაიფუნი „ჰინამნორი“ უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მათი ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით 361 შიდა რეისი გაუქმდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დედაქალაქ სეულში საერთაშორისო აეროპორტ კიმპჰოში 67 ავიარეისიდან 13 გაუქმდა.

 

ამავდროულად, კუნძულ ჩეჯუზე თითქმის ყველა სკოლა დაკეტილია. მოსალოდნელია, რომ ბევრი სხვა სასწავლო დაწესებულება ქვეყნის სამხრეთ რეგიონში დაიხურება და გადავა დისტანციურ სწავლებაზე.

 

სამხრეთ კორეის მთელ ტერიტორიაზე შეჩერებულია ბორნებით ტრანსპორტირებაც.

 

მოსალოდნელია, რომ სამშაბათს დილით ტაიფუნი ქვეყნის სამხრეთ რეგიონს უკვე მიაღწევს, ქარის სიჩქარე 80 კმ/სთ იქნება. კორეელი მეტეოროლოგების ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ასევე ძლიერი წვიმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner