logo_geo
eng_logo
პენტაგონის სპიკერი: უკრაინა ხერსონში წინსვლას აგრძელებს
- +

7 სექტემბერი. 2022. 01:14

 

 

პენტაგონის სპიკერი, ამერიკელი გენერალი პატრიკ რაიდერი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები ხერსონის ოლქში წინ მიიწევენ.

 

მისივე თქმით, უკრაინელებმა უკვე რამდენიმე დასახლების გათავისუფლებაც შეძლეს.

 

„ის, რაც ჩვენ ვნახეთ ხერსონის ოლქში, არის უკრაინელების მიმდინარე შეტევითი ოპერაციები.

 

შეერთებულმა შტატებმა დააფიქსირა რამდენიმე რუსული შეტევითი აქტივობა ბახმუტთან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელები წინსვლას აგრძელებენ. ჩვენ ვიცით, რომ მათ რამდენიმე სოფელი დაიბრუნეს“, - განაცხადა რაიდერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner