logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლება დაადასტურა
- +

9 სექტემბერი. 2022. 00:46

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლება დაადასტურა.

 

„ყველა თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა თავისუფალ უკრაინულ ქალაქში, თავისუფალი უკრაინული ცის ქვეშ. ამაყი ვარ, გაუფრთხილდით თავს, გამარჯვებისკენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.

 

„თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, ჩვენმა გმირებმა გაათავისუფლეს ათობით დასახლებული პუნქტი. პირველი სექტემბრიდან დღემდე უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს ჩვენი ტერიტორიის ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner