logo_geo
eng_logo
ჯეიკ სალივანი: კონტრშეტევა გვიჩვენებს, რომ უკრაინა აპირებს ბრძოლას ოკუპირებული ტერიტორიებისთვის და არ აპირებს, უბრალოდ დაუშვას, რომ რუსეთი წინ წავიდეს
- +

11 სექტემბერი. 2022. 01:10

 

 

უკრაინის კონტრშეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ნიშნავს, რომ უკრაინა აპირებს ბრძოლას თავისი ტერიტორიებისთვის. ის არ დაუშვებს, რუსეთს უკარნახოს თავისი პოლიტიკური გეგმები. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

 

„ჯერ ერთი, უკრაინელმა სამხედროებმა მიაღწიეს პროგრესს როგორც სამხრეთში, ასევე აღმოსავლეთში, უკან უბიძგა რუსებს და აჩვენა, რომ ეს ომი ერთი მიმართულებით კი არ მიდის, სხვა მიმართულებით მიდის და უკრაინის არმია რუსებს უბიძგებს იმ პოზიციებიდან, რომლებიც ადრე ეკავათ. ეს კარგია, როგორც ბრძოლის ველზე ტაქტიკური თვალსაზრისით, ასევე სტრატეგიული თვალსაზრისით, მოსკოვისთვის და დანარჩენი მსოფლიოსათვის გასაგები რომ იყოს, რომ უკრაინა ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს.

 

ეს, ასევე, ემსახურება უკრაინული ძალების უფრო დიდ სტრატეგიულ მიზნებს. ბოლოს, ეს კონტრშეტევა გვიჩვენებს, რომ უკრაინა აპირებს ბრძოლას ოკუპირებული ტერიტორიებისთვის და არ აპირებს, უბრალოდ დაუშვას, რუსეთი წინ წავიდეს იმ პოლიტიკური გეგმებით, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა სალივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner