logo_geo
eng_logo
რომის პაპი უკრაინაში „უაზრო და ტრაგიკული ომის" დასრულების მოწოდებით გამოდის
- +

14 სექტემბერი. 2022. 01:59

 

 

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში "უაზრო და ტრაგიკული ომის" დასრულების მოწოდებით გამოდის.

 

პონტიფიკოსმა აღნიშნულზე განცხადება ყაზახეთში სამდღიანი სამოციქულო ვიზიტისას გააკეთა.

 

კათოლიკური ეკლესიის მეთაური ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ქვეყნის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა.

 

ხვალ და ზეგ პონტიფიკოსი მონაწილეობას მიიღებს რელიგიათაშორის შეხვედრაში, რა დროსაც 50 ქვეყნიდან მუსლიმი, ქრისტიანი, ებრაელი, ბუდისტი, შინტო და სხვა რელიგიური ჯგუფის 100-ზე მეტი დელეგაცია შეიკრიბება.

 

დასავლური მედიის ცნობით, რომის პაპის მოგზაურობა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ყაზახეთში ვიზიტს ემთხვევა.

 

როგორც მედია წერს, რელიგიათაშორისი კონფერენციის ფარგლებში, ყაზახეთში პაპი ფრანცისკე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, პატრიარქმა კირილს უნდა შეხვედროდა, თუმცა, რუსეთის სულიერმა ლიდერმა, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის ომს, გასულ თვეში საკუთარი ვიზიტი გააუქმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner