logo_geo
eng_logo
საფრანგეთი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან ჯარები საწყის პოზიციებზე გაიყვანოს
- +

15 სექტემბერი. 2022. 21:22

 

 

საფრანგეთი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან ჯარები საწყის პოზიციებზე გაიყვანოს, - განაცხადა გაეროში საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა და გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტმა, ნიკოლა დე რივიერმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.

 

„საფრანგეთი შეშფოთებულია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე განხორციელებული ქმედებებით. სომხეთის ტერიტორიაზე დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ეს არის უმძიმესი ბრძოლა 2020 წლის შემდეგ. საფრანგეთი, პარტნიორებთან ერთად, ცდილობს ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას. ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, ჯარები საწყის პოზიციებზე გაიყვანოს. უნდა შენარჩუნდეს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა. მხარეებმა უნდა განიხილონ დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხები და ძალადობის პრევენცია. საფრანგეთი გააგრძელებს რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიღწევას“, - აღნიშნა გაეროში საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner