პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო, მეორედ ჩაიშალა. კომიტეტის 15 წევრიდან დღეს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ 4 დეპუტატი მივიდა. საკომიტეტო სხდომის გახსნისთვის კი სულ მცირე 8 დეპუტატის ყოფნა იყო საჭირო.
დღეს, კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებს საქართველოს უბლოკო სტატუსსა და დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა ემსჯელათ.