logo_geo
eng_logo
ამირან ბუთურიშვილი ოთარ ჟორდანიას დაბადების დღეს ულოცავს
- +

25 სექტემბერი. 2022. 14:25

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში ოთარ ჟორდანიას დაბადების დღეს ულოცავს:

 

„ვულოცავთ!

 

24 სექტემბერს 82 წლის გახდა ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ოთარ ჟორდანია - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის სოხუმის ფილიალის (სოხუმის უნივერსიტეტი) რექტორი (1993-2005),   სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, ღირსების ორდენის კავალერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლისა (ორგზის) და იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლის მფლობელი.

 

დაიბადა 1940 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მოქვში. 1963 წელს დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1966 წელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა უახლესი ისტორიის მიმართულებით. იკვლევს საქართველოსა და რუსეთის ახალი და უახლესი ისტორიის პრობლემებს. არის 130-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის მონოგრაფიების ავტორი“, - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner