logo_geo
eng_logo
უკრაინას NATO-ში დაჩქარებულად გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს
- +

30 სექტემბერი. 2022. 18:41

 

 

უკრაინას NATO-ში გაწევრიანების დაჩქარებული განაცხადი შეაქვს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

 

„დე ფაქტო ჩვენ უკვე გავიარეთ ჩვენი გზა NATO-სკენ. დე ფაქტო ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობა. ისინი რეალურია უკრაინისთვის – რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობების ყველა ასპექტში.

 

ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ჩვენს ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ეს არის ჩრდილოატლანტიკური კავშირი.

 

დღეს უკრაინას დე ფაქტო შეაქვს განაცხადი, რომ ეს დე იურე აქციოს პროცედურით, რომელიც იქნება მთელი ჩვენი თანამეგობრობის დასაცავად ჩვენი მნიშვნელობის შესაბამისი. დაჩქარებული წესით. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს განმსაზღვრელ ნაბიჯს, ხელს ვაწერთ უკრაინის განაცხადს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

ზელენსკის თქმით, უკრაინამ იცის, რომ NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანება შესაძლებელია, რადგან ეს უკვე იხილა ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, რომლებმაც ალიანსში გაწევრიანება MAP-ის გარეშე მიმდინარე წელს დაიწყეს.

 

ზელენსკის თქმით, NATO-ში კონსენსუსის მიღწევამდე, უკრაინა სთავაზობს, განხორციელდეს კიევის ინიციატივა უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner