logo_geo
eng_logo
პოდოლიაკი: რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, NATO-ს წევრებს თავად მოუნდებათ უკრაინის ალიანსში მიღება
- +

4 ოქტომბერი. 2022. 00:00

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, NATO-ს წევრებს თავად მოუნდებათ უკრაინის ალიანსში მიღება.

 

მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ახლა რთული იქნება უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების წარმოება.

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიიჩნევს, რომ როგორც კი ომი დასრულდება და უკრაინა გაიმარჯვებს, მაშინ NATO-ს ყველა ქვეყანას მოუნდება, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდეს, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის მსგავს ქვეყანასთან დაპირისპირებაში ომის წარმოების უპრეცედენტო გამოცდილება აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner