logo_geo
eng_logo
ფილიპინებზე ლატარიის ჯეკპოტი ერთდროულად 433-მა ადამიანმა მოიგო
- +

5 ოქტომბერი. 2022. 00:12

 

 

ფილიპინებზე, ლატარიის Grand Lotto ჯეკპოტი 433-მა ადამიანმა მოიგო, რის გამოც შესაძლოა გამოძიება დაიწყოს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, გათამაშების მთავარი პრიზი 236 მილიონ პესოს (4 მილიონ დოლარს) შეადგენდა. თუმცა გამარჯვებულთა რაოდენობასთან ერთად ეჭვები მომგებიანმა ციფრებმაც გამოიწვია - ექვსივე 9-ის ჯერადია: 9;18;27; 36;45;54.

 

თუმცა ლატარიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ თაღლითობა შეუძლებელია. ისინი აღნიშნავენ, რომ ყოველდღიურად მსოფლიოში ასობით ლატარია ტარდება და სტატისტიკურად სულაც არ არის გასაკვირი, რომ რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ერთ კონკრეტულ გათამაშებაში ასეთი უჩვეულო რიცხვები დაფიქსირდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner