logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: უკრაინის დახმარება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება
- +

18 ოქტომბერი. 2022. 01:16

 

 

„უკრაინის დახმარება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება. პუტინი ამ ომს აგებს, მიუხედავად იმისა, რომ აგრძელებს სიტუაციის ესკალაციას, თავდასხმა ახორციელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე“, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით,

 

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რუსეთზე ზეწოლა და ომის შედეგებთან გამკლავება. შევთანხმდით სამხედრო დახმარების მისიაზე, რომლის მიზანიც უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებაა. მისია საწვრთნელ ღონისძიებებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩაატარებს. მისიის მიზანია გაწვრთნას 15 000 უკრაინელი ჯარისკაცი. შეიძლება მეტიც, მაგრამ მიზანი დღეს 15 000 სამხედროს გაწვრთნაა. დამატებით გამოვყოფთ 500 მილიონ ევროს, რათა დავაფინანსოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ამ მექანიზმით გაწეული დახმარება 3 მილიარდ ევროს აჭარბებს და ეს მხოლოდ ნაწილია, უფრო მეტს ინდივიდუალურად წევრი ქვეყნები აკეთებენ“, - აცხადებს ბორელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner